|
2020-04-24 18:19:06, 2155 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი პაკეტი, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების წინაშეა
„პრემიერ-მინისტრმა დღეს წარადგინა ძალიან მასშტაბური და კომპლექსური გეგმა, რომლის მიზანია იმ ზიანის მაქსიმალურად შემცირება, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და ჩვენმა ეკონომიკამ მიიღო პანდემიიდან გამომდინარე", - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შეფასებისას განაცხადა. „გეგმა არის დეტალურად გაწერილი, ასევე გაწერილია როგორ უნდა გამოვიდეთ არსებული ვითარებიდან. რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკურ და სოციალურ ნაწილს - ამ პაკეტის მთლიანი მოცულობა არის 3.5 მილიარდი ლარი, რაც დიდი მასშტაბის თანხაა და ამ თანხის მობილიზების საშუალება ჩვენ მოგვცა მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს ძალიან კარგმა მუშაობამ. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულნი და ქონდათ კოორდინაცია და კონსულტაციები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, დონორებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და ამან ჩვენ მთლიანობაში 3 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზების საშუალება მოგვცა, სწორედ ამის შედეგად შესაძლებელი გახდა გაგვეწერა კომპლექსური გეგმა სოციალურ-ეკონომიკურ და პანდემიასთან ბრძოლის ნაწილში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თითოეული ის მიმართულება განმარტა, სადაც მობილიზებული თანხები დაიხარჯება. კერძოდ, კი 3.5 მილიარდი ლარიდან მილიარდზე მეტი მოხმარდება სოციალურ დახმარებას და უმუშევრობიდან წარმოშობილ პრობლემების მოგვარებას. 2 მილიარზე მეტი მიმართულია ეკონომიკის სტიმულირებისთვის და 350 მილიონი კი მოხმარდება უშუალოდ ჯანდაცვის ღონისძიებებს. „თითოეული დეტალი ამ გეგმაში ძალიან კარგად იქნა გათვლილი და საბოლოო ჯამში ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი პაკეტი, რომელიც არის ოპტიმალური და რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის წინაშეა. ეს გეგმა დეტალურად იყო გავლილი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, იმ სუბიექტებთან, რომლისგანაც ჩვენ ვიღებთ დახმარებას. მთლიანობაში ამ გეგმის მომზადება იყო რთული და ყოველდღიური სამუშაო პროცესის შედეგი და ამან მოგვცა ჩვენ ოპტიმალური გეგმის წარდგენის საშუალება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)