|
2020-04-24 14:17:47, 1377 ნახვა
კომენტარი
გახარია - სოციალურად დაუცველი პირები 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო სოციალურად დაუცველ 190 ათას მოქალაქეს 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით დახმარებას გამოუყოფს. მან ასევე განაცხადა, რომ დახმარებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ბავშვებიც მიიღებენ. „ჩვენ სოციალურად საკმაოდ რთულად სტრუქტურირებული საზოგადოება გვაქვს. საკმაოდ დიდი მოცულობა გვყავს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების და ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეტოვებინა თითოეული ასეთი ჯგუფი ყურადღების და სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის გარეშე. ეს ჯგუფები 6 თვით დამატებით 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. ოჯახები რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 ათასსა და 100 ათასს შორის, ეს ნიშნავს იმას რომ სახელმწიფო ოფიციალურად უკვე ეხმარება ამ ჯგუფს, მაგრამ ყურადღების გარეშეა დატოვებული 65 ათასსა და 100 ათასს შორის მყოფი ოჯახები, რომლებსაც ვეხმარებით მრავალშვილიანების და არასრულწოვანი შვილის ყოლის პირობებში, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ, კიდევ 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით და ეს არის 70 ათასი ოჯახი 190 ათასი მოქალაქე. ამასთან ერთად ოჯახები, რომელთ ასოციალური სარეიტინგო ქულა არის 0 დან 100 ათასამდე და ჰყავთ სამი და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, რაც ნიშნავს მრავალშვილიან ოჯახებს, სახელმწიფო დაეხმარება ასევე 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით. ასეთი ოჯახების საქართველოში 21 ათასია და მოიცავს 130 ათას მოქალაქე. ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ასევე მიიღებენ დახმარებას 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით, ასეთი სულ 40 ათასი მოქალაქე გვყავს საქართველოში “, - განაცხადა გახარიამ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)