19:39 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 13:23:37, 1664 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი: ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საგანგებო რეჟიმი გაგრძელდა, არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა

 „ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საგანგებო რეჟიმი გაგრძელდა, არის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაწესებული ჯარიმები მოქალაქეთა სიცოხცლისა და ჯანმრთელობის დაცვის პრინციპის პროპორციულია.

„საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, დაწესებულია ერთი მხრივ, ადმინისტრაციული  მეორე მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობაც და სისხლის სამართლის დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთაც. ეს სანქციები არის სრულად პროპორციული, ვინაიდან ამ პასუხისმგებლობის მთავარი მიზანია, დავიცვათ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ მოსახლეობა და მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამიტომ თუკი, ოპოზიცია იმას გვეუბნება, რომ  ჩვენ პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ იმ ადამიანებს ვინც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიან, ეს არის მათი უპასუხისმგებლო განცხადება.

ჩვენ გავაგრძელეთ საგანგებო მდგომარეობა რადგან ჩვენი მოქალაქეების, მათი შვილების, ოჯახის წევრების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შესაძლოა საფრთხის წინაშე დადგეს. ჩვენ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ჩვენი საზოგადოების წინაშე და შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ერთადერთი მიზანი, რის გამოც საგანგებო რეჟიმი გაგრძელდა არის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი ამ უმნიშვნელოვანესი სიკეთის დაცვა. ოპოზიციას აქვს საკუთარი დღის წესრიგი, სამწუხაროა, რომ ისინი კვლავ ამ რეჟიმში განაგრძობნ ოპონირებას", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics