06:46 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 12:21:29, 1776 ნახვა

რეგიონი
ზვიად შალამბერიძე - სოფელ ღვანკითს ვერავინ დატოვებს, რადგან რისკი საკმაოდ მაღალია და ვირუსი შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა გაიტანოს

სოფელ ღვანკითს ვერავინ დატოვებს, რადგან რისკი საკმაოდ მაღალია და ვირუსი შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა გაიტანოს, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ რა ვადით ჩაიკეტება სოფელი, ამაზე დღეს საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.

„სოფელ ღვანკითში სასურსათო მაღაზიები არსებობდა, თუმცა რამდენიმე ხნის წინ დაიკეტა, ჩვენ დილიდანვე გვქონდა მოლაპარაკებები ამ მაღაზიების მეპატრონეებთან, რომლებიც დაგვთანხდნენ, რომ გახსნიან მაღაზიებს, შესაბამისად, შევიტანთ პროდუქტს და ამ მხრივ, სოფლის მოსახლეობას პრობლემა არ ექნება. რაც შეეხება მედიკამენტებს, ასევე სხვადასხვა საჭიროების საგნებს, ამაზე დახმარება მოგვიწევს ჩვენი რესურსით და ვისაც ექნება საჭიროება, მოვახდენთ რეაგირებას. სოფლის დაკეტვის გადაწყვეტილება მივიღეთ გუშინ გვიან ღამით იმიტომ, რომ გუშინ დაფიქსირდა კორონავირუსის კიდევ რამდენიმე შემთხვევა ამ სოფლიდან და ეს რიცხვი გაიზარდა ათამდე.

სოფლის რწმუნებული, სპეციალისტები უკვე დადიან მოსახლეობასთან, ასევე ოთხი ჯგუფი იმუშავებს ეპიდემიოლოგების სხვადასხვა ადგილას და ფაქტიურად ყველა ადამიანთან გვექნება კომუნიკაცია. ის პერიოდი, რასაც გადავწყვიტავთ საბოლოოდ, რომ სოფელი იყოს ჩაკეტილი, სოფელს ვერავინ დატოვებს, რადგან რისკი არის საკმაოდ მაღალი, რომ ვირუსი შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა გაიტანოს. ეს არის სხვა შემთხვევა, არ არის დაკავშირებული იმ პირველ წყაროსთან, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ის პირველი ე.წ. კლასტერი მთლიანად შესწავლილი გვქონდა და ახლა ვინაიდან ახალი კერა გაგვიჩნდა, გადაწყდა, რომ სოფელი ჩაიკეტოს, რა ვადით, ამაზე დღეს საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics