|
2020-04-22 15:57:18, 1680 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი - შეურაცხმყოფელია კითხვა, რამდენად არის პრეზიდენტი ინფორმირებული, სანამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პრემიერ-მინისტრის წარდგინებას ხელს მოაწერს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეურაცხყოფად მიიჩნევს კითხვას, თუ რამდენად არის პრეზიდენტი ინფორმირებული, სანამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პრემიერ-მინისტრის წარდგინებას ხელს მოაწერს. ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეშვეობით იღებს. „რადგან აქ დაისვა ცოტა შეურაცხმყოფელი კითხვა, უნდა ვთქვა იმის შესახებ, თუ რამდენად არის პრეზიდენტი ინფორმირებული სანამ ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრის წარდგენილ მოთხოვნას, რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდეს. მინდა დაგიდასტუროთ, რომ პრეზიდენტი არის სრულიად ინფორმირებული და ალბათ, თქვენც იცით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მონაწილეობს უწყებათაშორის საბჭოში, რომელშიდაც პრეზიდენტი თვითონ ვერ იქნება, რადგან თავმჯდომარე არის პრემიერი და ეს არის ის გადანაწილება, რაც ყველასთვის გასაგებია. ამიტომ, იქიდან გვაქვს ყველა ინფორმაცია, მაგრამ არა მხოლოდ მე მოგიწოდებთ და თუ ამის მოთმინება გაქვთ, შეგიძლიათ ყოველდღე მიიღოთ სრული ინფორმაცია მედიისგან. მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ არავინ არ დაიჯეროს ის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ვრცელდება დღეს ქვეყანაში არის ყველაზე მძიმე. პირიქით, ამ სხვადასხვა ვარიანტებში, რაც დღეს ქვეყანაშია გავრცელებული არის ძალიან ზომიერი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)