|
2020-04-22 14:14:07, 1281 ნახვა
კომენტარი
ირმა ინაშვილი - ჩვენი ამოცანაა დავუპირისპირდეთ ეპიდემიას და არა, დავტანჯოთ ადამიანები
ჩვენი ამოცანაა დავუპირისპირდეთ ეპიდემიას, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის დავტანჯოთ ადამიანები, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, მისი პარტიისთვის მიუღებელია კომენდანტის საათის არსებობა და საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. „ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად კომენდატის საათი და ვერ ვხსნით, მის საჭიროებას. არ მიგვაჩნია ასევე სწორად ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე, ასევე აუხსნელია ამ გადაწყვეტილების საჭიროება. ჩვენი ამოცანა არის დაუპირისპირდეთ ეპიდემიას, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის დავტანჯოთ ადამიანები და გადაწყვეტილება, რომელიც ახლა იქნა მიღებული ავტომანქანების აკრძალვასთან დაკავშირებით, პირდაპირ კავშირშია ადამიანების ტანჯვასთან, რადგან ბევრი ადამიანი მიდის მის მოხუც მშობელთან ფეხით, რათა მიუტანოს საჭმელი და ჩვენ მათ ვუქმნით ყოველდღიურ პრობლემებს და გაუგებარია, რატომ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. მანვე დასძინა, რომ პანიკის შექმნა არ არის საჭირო, რადგან ხშირ შემთხვევაში პანიკას მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე ვირუსს. არ არის სწორი საგანგებო ვითარების გაგრძელება, ყველა ამ საკითხის გადაჭრა რაზეც ჩვენ, მედიკოსები და მთავრობა ვლაპარაკობთ, შესაძლებელია კარანტინის პირობებში. სხვადასხვა ქვეყნები ირჩევენ სხვადასხვა მოდელს, ზოგი ირჩევს მკაცრ წესებს, ზოგი შედარებით თავისუფალ, ლიბერალურ წესებს. არ არის სწორი პანიკის შექმნა, მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ბევრ ჩემ ნაცნობს ამ პანიკიდან გამომდინარე ინფარქტი დაემართა და პანიკას მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე თავად ვირუსს, ამაზე ცნობილი მეცნიერები და მედიკოსებიც მიგვანიშნებენ და ღიად წერენ სტატიებს. ჩემი თხოვნაა, ნუ დავემსგავსებით მოდელირებული ქრონიკის ავტორებს და ქვეყანასაც ნუ დავამსგავსებთ მოდელირების ქრონიკას. ასევე, არ არის სწორი ეკონომიკის გაჩერება, იმიტომ რომ, ზიანი იქნება ძალიან დიდი, წარმოუდგენლად დიდი ვიდრე ჩვენ ეს გვგგონია და ჩვენზე ბევრად განვითარებული და დაწინაურებული ეკონომიურად ქვეყნები უკვე ლაპარაკობენ ამაზე, ისედაც გაჭირვებული ხალხი დარჩება სრულ სიღატაკეში“, - აღნიშნა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)