|
2020-04-22 11:57:37, 11754 ნახვა
ომი უკრაინაში
ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მეხუთე პაციენტი 68 წლის მამაკაცია, რომელსაც გადატანილი ჰქონდა ინფარქტი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი მეხუთე პაციენტი 68 წლის მამაკაცია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. მისი თქმით, პაციენტს გადატანილი ჰქონდა მიოკარდიომის ინფარქტი და განუვითარდა სეფსისი. „სამწუხარო ამბავია, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, 68 წლის, რომელიც იყო ბოლნისის კლასტერიდან, მამაკაცი. ის ჩვენთან აპარატულ სუნთქვაძეა უკვე კარგა ხანია. ჩვენთან რეანიმაციაში 9 პაციენტი მკურნალობდა. აქედან 7 აპარატულ სუნთქვაზეა, 3 კრიტიკულ ტერმინალურ მდგომარეობაში. ერთ-ერთი მათგანი იყო ეს პაციენტი, რომელსაც გადატანილი ჰქონდა მიოკარდიომის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა ჩვენთან და ამიტომაც მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა. პაციენტს გულის ინფარქტის გამო აღენიშნებოდა თავისი გართულებები. სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, განვითარდა სეპტიური შოკი და სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბო ემბოლია“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)