|
2020-04-20 15:03:23, 2415 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი განმეორებითი თერმოსკრინინგის პროცესში ჩაერთო
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, განმეორებითი თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს. ვინაიდან სოფლის ექიმების უმრავლესობა, როგორც კონტაქტები, კარანტინის რეჟიმში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან, აუცილებელი გახდა თერმოსკრინინგის პროცესში მოხალისეები ჩართულიყვნენ. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების პროცესს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილიც შეუერთდა. დავით შერაზადიშვილი მოხალისეებთან ერთად თერმოსკრინინგს ამ ეტაპზე სოფელ ცურტავში ახორციელებს. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება დღეს ფარიზსა და ნახიდურშიც მოხდება. განმეორებითი თერმოსკრინინგი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ეტაპობრივად განხორციელდება და მასში მერი უშუალოდ ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ინფრაწითელი უკონტაქტო თერმომეტრებით მედიკოსებმა სულ 48 057 მოქალაქე შეამოწმეს. „ამ ეტაპზე თერმოსკრინინგს შვიდი ჯგუფი ახორციელებს, ჯგუფების რაოდენობა ხვალიდან გაიზრდება და მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მოვიცავთ. ამჟამად ვიმყოფებით სოფელ ცურტავში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სამედიცინო ჯგუფების უმეტესობა არის თვითიზოლაციაში და კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ თერმოსკრინინგის პროცესში მოხალისეების ჩართვა მოგვიწია. გავიარეთ შესაბამისი ტრენინგი და მზად ვართ თერმოსკრინინგის პროცესი რეკომენდაციების დაცვით განვახორციელოთ. მეც ერთ-ერთ ჯგუფში ვარ ჩართული, დავდივართ კარდაკარ, ვამოწმებთ მოსახლეობას, ჯერჯერობით საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეები არ გამოგვივლენია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)