|
2020-04-16 18:37:40, 1423 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვოლსკი: მედია თავისუფლება საქართველოში არის უზრუნველყოფილი
მედია თავისუფლება საქართველოში არის უზრუნველყოფილი და ამას ხაზგასმით აღნიშნავენ მსოფლიო ბანკის თუ სხვა კომპეტენტური ორგანიზაციების კვლევები, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ Amnesti internacional-ის სტატიასთან დაკავშირებით, რომელშიც გამოთქმულია წუხილი საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის და „პირველის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, ასევე ხაზგასმულია, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას, თიბისი ბანკის დამფუძნებელ ხაზარაძის და ტელეკომპანია „პირველის" მფლობელის წერეთლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. „Amnesti internacional-ის დასკვნები ემყარება იმ დასკვნებს და პროპაგანდისტულ მუშაობას, რომელსაც ინტენსიურად ეწევა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი, შეიძლება ითქვას არა მარტო ერთი ჯგუფი, არამედ რამდენიმე ჯგუფი და Amnesti internacional-იც ემყარება იმ ინფორმაციას, რომელსაც იღებს. რასაკვირველია, კრიტიკა აუცილებელია, სახელმწიფო უნდა იყოს მუდმივად მობილიზებული, მაგრამ ვერავინ ვერ გაიზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ოპოზიციური მედია შეზღუდული იქნა, პირიქით, მე მგონია, რომ ასეთი ოპოზიციური მედია, ამ ინტენსივობით და ამ ძალებით, არც ერთ სახელმწიფოს აღმოსავლეთ ევროპაში არა ჰყავს. დასავლეთ ევროპის მედია სიტუაციის ანალიზიც გვიჩვენებს იმას, რაც გამოიხატება არაერთ კომპეტენტურ დასკვნაში, მათ შორის, მსოფლიო ბანკის კვლევებში, თუ სხვა კომპეტენტური ორგანიზაციების კვლევებში. მედია თავისუფლება საქართველოში არის უზრუნველყოფილი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. პირველი ვიცე-სპიკერის შეფასებით, თუ კონკრეტული ადამიანები სჩადიან დანაშაულს, ამას არანაირი კავშირი არა აქვს არც პოლიტიკასთან, არც მედიასთან, არც სიტყვის თავისუფლებასთან. „ეს ყველასთვის ნათელია, მათ შორის, იმ ადამიანებისთვის, ვინც „იღწვიან", რომ საქართველოს ჩრდილი მიაყენონ ამ კუთხით. სასიხარულოა, რომ Amnesti internacional-ის გარდა არსებობს კვლევები, რომლებიც აბსოლუტურად სხვა სურათს გვიჩვენებს. საქართველო ყველა მონაცემით, ყველა საკითხთან დაკავშირებით რეგიონში ინარჩუნებს მყარ პირველ ადგილს და არის ყოველთვის იმ ოცეულში, რასაც ჰქვია განვითარებული დემოკრატიები", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)