12:10 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 17:17:11, 2722 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იდეების კონკურსს იწყებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო COVID-19-თან დაკავშირებული ბიზნეს რეგულაციებისა და სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე, საწარმოთა ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად და შემოწმების პროცედურის დასაჩქარებლად კონკურსს აცხადებს.

იდეების კონკურსში მონაწილეობა ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, განაცხადების მიღება 29 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი, გამარჯვებულები კი 1 მაისს გამოვლინდებიან.    გამარჯვებულ იდეას/იდეებს ახორციელებს სახელმწიფო, ხოლო გამარჯვებული იდეის/იდეების ავტორები მიიღებენ დაფინანსებას, რომლის საპრიზო ფონდი შეადგენს 10,000 ლარს.

COVID19-თან დაკავშირებული რეგულაციებისა და სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე ბიზნეს სექტორის გამართული ფუნქციონირებისათვის კომპანიებმა  უნდა მიმართონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შესაბამისად ეტაპობრივად უნდა გაიარონ შემოწმება, რათა მუშაობის აღდგენის ნებართვა აიღონ.

იდეების კონკურსის დახმარებით სახელმწიფო შეძლებს ინოვაციური გადაწყვეტილებებით  გაამარტივოს ნებართვების გაცემის პროცესი და   შეიქმნას შემდგომი მონიტორინგის მექანიზმები.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/2xBuDGN





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics