21:23 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 15:52:26, 1373 ნახვა

კომენტარი
მეუფე იაკობი პაატა იმნაძეს - ჯობს ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პაატა იმნაძეს მიმართავს, რომ ჯობს მან დაინფიცირებულთა რაოდენობა დაითვალოს.

იგი აღნიშნავს, რომ რეალურად არ ვიცით ქვეყანაში რამდენი დაინფიცირებულია.

„მე ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ ახლა ჯობს იმან ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს. ეს იმას ნიშნავს იმას, რომ არ ვიცით რეალურად რამდენი გვყავს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ჟურნალისტის კითხვას, მალავენ თუ არა რეალურ მონაცემებს, მან უპასუხა, რომ არ მალავენ, მაგრამ ტესტირებას ვერ ატარებენ და ამიტომ არ ვიცით ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა.

„არ მალავენ, ვერ ატარებენ ტესტირებებს და იმიტომ. არასწორად იარა, ის რაოდენობა არ გვაქვს, რაც უნდა გვქონდეს, თქვენც ჩემზე კარგად იცით, ექიმებს ჰკითხეთ. ვიღაცის ჭკუის დასარიგებელი არ ვარ, ვინც არ უნდა იყოს, მსოფლიოშიც მაქვს ურთიერთობები. ჩვენი ის, იმაზე მეტი საშიშროება არ არის, გარეთ რომ დავდივართ“, - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics