|
2020-04-16 15:08:29, 1372 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდისა და ფოთის ბაზრები დაიხურება
ზუგდიდისა და ფოთის ბაზრები დაიხურება, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა. ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით მიუხედავად პოლიციის, ზედამნხედველობის სამსახურისა და მოხალისეთა მობილიზებისა უმართავი ვითარებაა, მოქალაქეები დისტანციას არ იცავენ, რის გამოც მიღებულ იქნა ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება. ,,დღეს ვიმყოფებოდი ფოთში, სენაკში და ახლა ვარ ზუგდიდში. სამწუხარო რეალობა გვქვს, მიუხედავად პაატა იმნაძის განცხადებისა, რომელიც ყველამ მოვისმინეთ, ნაკადი არათუ შეწყდა და შემცირდა არამედ მოიმატა. ვხედავთ, რომ როგორც მოსახლეობის ასევე ავტომანქანების რაოდენობა არის მომატებული. ყოვლად მიუღებელი და წამოუდგენელია ის რაც ზუგდიდის ბაზარი დღეს მოხდა, მიხედეავად პოლიციის და მუნიციპალიტეტის მობილიზების შეიქმნა უმართავი პროცესი. მე ბოდიშს ვუხდი მეწარმეებს ვინც დღეს ფაქტიურად დარჩა დაზარალებული, იმის გამო რომ მოქალაქეებმა დისტანციის დაცვაზე განაცხადეს უარი. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა საკუთრი თავის, ოჯახის წევრების, ნათესავების, პოლიციის, ადმინისტრაციის მიმართ. დაიხურება ზუგდიდის ბაზართან ერთად ფოთის ბაზარიც, მიუხედავად იმისა რომ ფოთში უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. აკრძალულია გარევაჭრობაც და ყველა დაჯარიმდება ვინც დაარღვევს წესებს. არავის უხარია 3000 ლარიანი ჯარიმების გამოწერა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, პოლიცია იმოქმედებს კომპომისის გარეშე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)