|
2020-04-16 13:29:51, 9680 ნახვა
ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძე - მჯერა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებით, საქართველო შეძლებს დაამარცხოს არსებული გამოწვევა
კორონავირუსთან ბრძოლაში ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ უფრო აქტიურად ჩაერთონ. მათ უკვე აქვთ წვდომის შესაძლებლობა სპეციალურ აპლიკაციაზე, რომელიც ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი, ძალიან ეფექტური მეთოდია, - ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით. მსგავსი ტიპის აპლიკაციები, ეპიდემიის კონტროლის მიზნით, აქტიურად იქნა გამოყენებული იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და სხვა ქვეყნებში. ამ ქვეყნების მიღწეული შედეგი და წარმატება კი უკვე სახეზეა. "STOP COVID იძლევა შესაძლებლობას მოხდეს კონტაქტირებული პირების დროული გამოვლენა და მათი გაფრთხილება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონფიდენციალურობასა და პირადი მონაცემების დაცვას. ჩვენ ვიყენებთ ავსტრიულ პლატფორმას და შესაბამისად ეს სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრას. აქვე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ აპლიკაციის გამართული და ეფექტური მუშაობა მთლიანად დამოკიდებულია ჩვენი საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობაზე, რისიც მე მჯერა და მწამს. მჯერა, რომ ერთად, არამხოლოდ სხვადასხვა უწყებების ძალისხმევით, არამედ თქვენი, ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებით, საქართველო შეძლებს დაამარცხოს არსებული გამოწვევა, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ STOP COVID აპლიკაციის პრეზენტაციის დროს. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკაცია STOP COVID შეიქმნა, რომლის მიზანი Covid-19-ის ადრეული გამოვლენა და პრევენციაა. აპლიკაციის გადმოწერა ანდროიდის მომხმარებლებისთვის შესაძლებელია ბმულიდან - https://bit.ly/3bkYphX iOS ის მომხმარებლებს აპლიკაციის გადმოწერა შეუძლიათ - https://apple.co/2V92MXw
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)