|
2020-04-14 11:48:39, 1532 ნახვა
კომენტარი
საუნივერსიტეტო კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის კრიტიკული პაციენტი გამოჯანმრთელდა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანმა 62 წლის კირტიკული პაციენტის გაწერის შესახებ ჟრნალისტებს აცნობა. მან ასევე განაცხდადა, რომ კიდევ ერთი 65 წლის პაციენტი დატოვებს დღის ბოლომდე კლინიკას. ამ ეტაპზე კლინიკაში 85 პაციენტი გვყავს, აქედან 67 ინფიცირებულია.ჩვენ გვყავდა 62 წლის ქალბატონი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო კლინიკაში შემოყვანისას მისი მდგომარეობა ლეტალური იყო, ხოლო ამ ეტაპზე ის ეწერება კლინიკიდან გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში. ასევე გამოჯანმრთელდა 65 წლის ქალბატონი , რომელიც ასევე რამოდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. დანარჩენი პაციენტებიდან 5 იმყოფება რეანიმაციაში. აქედან მძიმე იყო 44 წლის, კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა. გამოუვლინდა მწვავე ფილტვის დაზიანება. იგი იმყოფებოდა არა ინვაზიურ ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე. ბოლო 48 საათში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტიილაციიდან. კლინიკურ-ლაბორატორიული და კუნთების კომპიუტერული კვლევებით დადგინა, რომ დაზიანების ნიშნები მკვეთრად შემცირებულია და პაციენტი გადადის თერაპიულ განყოფილებაში. დარჩენილი 4 პაციენტი, რომელიც ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც გუშინ კრიტიკულად იყო დღეისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და ველოდებით უახლოეს საათებში მართვით სუნთქვიდან მოხსნას. რაც შეეხება 9 კვირის ორსულს, მისი და ნაყოფის მდგომარეობა სტაბბილურია. სამი მოზარდის მკურნალობა პათოლოგიის გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს. ველოდებით პროტოკოლის მიხედვით 14 დღის გასვლას, კოვიდზე ტესტის აღებისათვის და იედმია გაეწერებიან. ჩვენ გვყავს რამოდენიმე მედ პერსონალი. მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა , რომელთანაც მიდის მხოლოდ სიმფტომური მკურნალობა. ველოდებით რამოდენიმე პასუხს ლუგარის ცენტრიდან “, - განაცხადა ლევან რატიანმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)