22:56 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 15:50:18, 1246 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი - 5540 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში, 4051-ს კი ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით დღემდე ჩატარებული ღონისძიებებით, განხორციელებული რეისებით საქართველოში 5540 მოქალაქე დაბრუნდა, ხოლო 4051 მოქალაქეს ადგილზე გაუწიეს დახმარება.

მან ასევე აღნიშნა, რომ მონაცემები ყოველდღიურად განახლდება და საზოგადოებას აქვს საშუალება ეს მონაცემები საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე იხილოს.

„საკოორდინაციო საბჭო განიხილავს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას, ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი სამუშაო არის ჩატარებული. დღევანდელი მონაცემებით 5540 მოქალაქე ორგანიზებულად დაბრუნდა სამშობლოში და ამასთან ერთად საქართველოს საელჩოებმა და საკონსულოებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 4051 მოქალაქეს. ეს არის დღევანდელი მონაცემები და ჩვენ ყოველდღიურად განვაახლებთ მონაცემებს. საზოგადოებას აქვს საშუალება ეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე იხილოს“, - განაცხადა ზალკალიანმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics