|
2020-04-13 13:11:37, 1859 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ სამსახურის უფროსებთან ონლაინ თათბირი გამართა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ სამსახურის უფროსებთან ონლაინ თათბირი გამართა. თათბირზე კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული საკითხები და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს კრიზისული ბიუჯეტის პარამეტრებზე. მერის განცხადებით ის რესურსები, რომლებიც დღეს არის მობილიზებული ბიუჯეტში მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენება. მერიისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ლიმიტები მაქსიმალურად შემცირდა მინიმუმადე. შედეგად საწვავი ლიმიტი შეუმცირდათ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, მერიის სამსახურის უფროსებს, მერის წარმომადგელებს ადმინისტრაციულ ერთეულებში. დარჩენილი რესურსი, როგორც მატერიალური, ასევე სატრანსპორტო და ადამიანური მთლიანად მოხმარდება კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებს. თათბირზე აღინიშნა, რომ შეუფერხებლად მიმდინარეობს ყველა სამსახურის სამუშაო პროცესი და საჯარო მოხელეები ჩართული არიან ასევე კორონავირუსის ბრძოლის პრევენციულ ღონისძიებებში. რეკომენდაციების დაცით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც შემდეგშიც გაგრძელდება. კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებს კონტროლს უწევს ზედამხედველობის სამსახური. ფრიდონ ფუტკარაძემ მერიაში ცხელი ხაზის მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ცხელი ხაზის საშუალებით არაერთ მოქალაქეს გაეწია დახმარება. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მერიაში 24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი ☎- 08 000 000 08; ნებისმიერი კითხვის, ინფორმაციის დაზუსტების ან საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ასევე მერის მოადგილეებს ☎ 577 20 22 54; 593 33 06 67.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)