|
2020-04-08 18:22:16, 2807 ნახვა
ეკონომიკა
ანიმაცია დაზოგვის თემაზე - ეროვნული ბანკი პარტნიორებთან ერთად ყველაზე პატარებს საგანმანათლებლო ვიდეოს წარუდგენს
ყველაზე პატარებისთვის ფინანსური განათლების, უფრო კონკრეტულად კი, დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის, ფონდი კრისტალისა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, შემუშავდა საგანმანათლებლო ანიმაციური ვიდეო, რომელშიც მათთვის კარგად ცნობილი და საყვარელი პერსონაჟები, თავის მეგობრებთან ერთად სიმღერით უხსნის ბავშვებს, როგორი სასიამოვნო და სასარგებლო შედეგები მოჰყვება დაზოგვას და რატომა არის საჭირო, რომ ყველაფერი ერთბაშად არ დაიხარჯოს. ანიმაციური ვიდეო USAID-ის YES Georgia პროგრამის ფარგლებში შექმნილი კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის მონაწილე ''სტუდია ველოსიპედი''-ის მიერ მომზადდა. "მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით ბოლო წლებია ეროვნული ბანკი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ფინანსური განათლების საკითხების სწავლება განსაკუთრებით შედეგიანია მაშინ, როცა საგანმანათლებლო აქტივობები იწყება პატარა ასაკიდანვე. აღნიშნული ანიმაცია განკუთვნილია 6 წლამდე ბავშვებისათვის და პატარებს მათთვის გასაგებ ენაზე, მათთვის საყვარელი ანიმაციური პერსონაჟის დახმარებით აწვდის ინფორმაციას დაზოგვის სიკეთეებთან დაკავშირებით. პროექტის იდეა დაიბადა და, შემდეგ უკვე მუშაობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. ვფიქრობთ, რომ ანიმაციის ახლა, ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსათვის ახალ გამოწვევასთან ბრძოლის რთულ ეტაპზე წარდგენა, ბავშვებს ამ დროებითი სირთულეებით გამოწვეულ დისკომფორტს შეუმსუბუქებს და ყოველდღიურ ყოფას ოდნავ გაუხალისებს. გვსურს, ამ პატარა ვიდეორგოლით არა მხოლოდ ერთგვარი საძირკველი ჩავუყაროთ ბავშვების ფინანსურ განათლებას, არამედ მცირედი პოზიტივიც შევიტანოთ დაძაბულ ყოველდღიურობაში", - განაცხადა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.
#დარჩიშინ და გაიგე თუ რატომ არის დაზოგვა მნიშვნელოვანი
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)