|
2020-04-04 13:13:22, 1741 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე - ყველა რეგიონში ვაძლიერებთ სტაციონარულ სექტორს და ვზრუნავთ ექიმების უსაფრთხოებაზე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით სახემწიფო მუდმივად აკონტროლებს და აძლიერებს სტაციონარულ სექტორს და ავსებს მარაგებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი ყველა ობიექტის მზაობას ამოწმებენ იმას თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ექიმები უსაფრთხოდ მოემსახურონ პაციენტებს და ასევე ყველა დეტალურ მონაცემებს თუ რა არის საჭირო ექიმების თავდასაცავად. “მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. მას მრავლობითი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, ხოლო კორონავირუისი ინფექციის ფონზე განუვითარდა ორმხრივი მწვავე პნევმონია. აქედან გამომდინარე ჩვენი ექიმების მცდელობაც აღმოჩნდა წარუმატებელი რაც ძალიან სამწუხაროა და ჩვენ ყველანი ამას განვიცდით. ეს ქალბატონი გახლავთ ცნობილი კლასტერიდან და რათქმაუნდა ჩვენ ვაგრძლებეთ კვლევეას ამ კლასტერში თუ არიან კიდევ დამატებით ინფიცირებულები. დღეის მდგომარეობით ჩვენ გვყავს 157 ინფიცირებული, აქედან 28 გამოჯანმრთელებული და ერთი გარდაცვალებული. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენ ექიმებს ამ მძიმე ბრძოლაში და მინდა გავამხნევო ისინი, დარწმუნებული ვარ ისინი ამ რთულ ბრძოლაში მიაღწევენ სასურველ შედეგებს. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ გვაქვს გარკვეული გეგმა და ამ გეგმას მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა რეგიონში ვაძლიერებთ სტაციონარულ სექტორს, ისევე როგორც ჯანდავის პირველად რგოლს. აქედან გამომდინარე ჩვენ ადგილზე ვანხულობთ ობიექტების მზაობას და ვეცნობით თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ისინი უსაფრთხოდ მოემსახურონ პაციენტებს და ასევე ყველა დეტალურ მონაცემებს რა არის საჭირო ექიმების თავდასაცავად. რაც შეეხება ტესტების მარაგებს, სახელმწიფო მუდმივ რეჟიმში ზრუნავს მარაგების შევსებაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)