|
2020-04-04 10:46:46, 1662 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: სასურსათო სექტორს შეუძლია იყოს მნიშვნელოვანი დამსაქმებელი, რადგან მისი ფუნქციონირება სასიცოცხლოდ აუცილებელია
„სასურსათო სექტორს შეუძლია იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი, რადგან ამ სექტორის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ აუცილებელია”, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ისინი ხელს შეუწყობენ ასეთ საწარმოებს და ქართული წარმოებები ხშირ შემთხვევაში ჩაანაცვლებს იმპორტულს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ყოველთვის იყო განსაკუთრებული პრიორიტეტი. პროექტებს, რომლებსაც ვახორციელებთ, აგრარული დარგის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა თვითუზრუნველყოფის ზრდას და აგრარული დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას გულისხმობს. მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მნიშვნელოვან ინიციატივას, რომლის თანახმად, ნაკლებად კონკურენტუნარიანი წარმოებების მხარდაჭერაზე გაკეთდება აქცენტი, რადგან მსოფლიოში ეკონომიკური გარემო შეცვლილია. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევები და ანალიზი. გაერო მოუწოდებდა ცალკეულ ქვეყნებს, არ შემოეღოთ სავაჭრო შეზღუდვები, რათა სასურსათო ჯაჭვის უწყვეტობა ყოფილიყო შენარჩუნებული. ჩვენ, არსებულ ვითარებაში, ვერ დაველოდებით სხვადსხვა ქვეყნის კეთილ ნებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პოლიტიკა ლიბერალურია და გახსნილია საბაზრო რეჟიმები, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი წარმოების განვითარებაზე, განსხვავებით ბევრი კრიტიკოსის და ოპოზიციონერისგან, რომლებიც აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტს ირჩევდნენ და, შესაბამისად, ქართული ოცნების ხელისუფლებას საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო ქართული წარმოების მიმართულებით. ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების შედეგად კი, ბევრი ქართული პროდუქტი გაჩნდა დახლებზე. ისეთი წარმოებები, რომლებიც შეიძლება თავისუფალ რეჟიმში არაკონკურენტუნარიანი იყოს, მაგალითად აგარის შაქრის ქარხანა, გარკვეული ხელშეწყობის პირობებში - ეს იქნება შეღავათიანი სატრანსპორტო რეჟიმები ან საკრედიტო მექანიზმები, შეძლებენ წარმოების აღდგენას ან დაწყებას. იგივე შეიძლება ითქვას პირველადი სასურსათო პროდუქტების წარმოებაზე, როგორიც არის, მაგალითად, მაკარონი, რომელიც თავისუფალი ბაზრის პირობებში შეიძლება ვერ იყოს კონკურენტუნარიანი. დაწყებულია კომუნიკაცია მწარმოებლებთან, ეკონომიკის სამინისტრო არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ მიმართულებაში, ჩვენი სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში ესაუბრება მწარმოებლებს პირობებზე, რაც მხარდაჭერა იქნება იმისათვის, რომ შეძლონ წარმოების განვითარება. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმება. როდესაც ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა გვიწევს, სასურსათო სექტორს შეუძლია იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი, რადგან ამ სექტორის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენ ასეთ წარმოებას შევუწყობთ ხელს. იმედი მაქვს, ქართული წარმოებები ხშირ შემთხვევაში ჩაანაცვლებს იმპორტს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)