|
2020-04-03 18:33:47, 2025 ნახვა
კომენტარი
კალაძე - ეკლესია და სამღვდელოება ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და დარწმუნებული ვარ, ეს ახლაც ასე იქნება და მომავალშიც
ეკლესია და სამღვდელოება ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და დარწმუნებული ვარ, ეს ახლაც ასე იქნება და მომავალშიც, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, როგორ ჩატარდება სააღდგომა ღვთისმმსახურება ეკლესიებში, თუ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული ამჟამინდელი მდგომარეობა შენარჩუნდა ან ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. მისი თქმით, აღდგომამდე ჯერ დრო არის და შესაბამისად, უნდა დაველოდოთ, რადგან მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლება. „აღდგომამდე ჯერ დრო არის, შესაბამისად, დაველოდოთ, რადგან ყოველდღიურად იცვლება მდგომარეობა. თქვენ ხედავთ, როგორია რეალური სიტუაცია ქვეყანასა და მსოფლიოში. საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გააკეთა და მე ძალიან მომწონს ის რაციონალური მიდგომა. რეალურად, ისინიც ხედავენ, რა ხდება, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ ყველა. მე რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეკლესია და სამღვდელოება ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახლაც ასე იქნება და მომავალშიც“,- განაცხადა კახა კალაძემ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)