|
2015-08-11 10:54:09, 634 ნახვა
საზოგადოება
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა
ახალქალაქის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების საზეიმო ცერემონიალი სასწავლო ცენტრის ახლად აშენებული შტაბის შენობის წინ გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - დავით ებრალიძე და ანა დოლიძე დაესწრნენ. „ვფიქრობ, ახალქალაქი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილი უნდა იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. აქ სრულფასოვანი სასწავლო ცენტრის დაფუძნება, დამკვიდრება და საქმიანობის დაწყება ძალიან ბევრი მიზეზის გამო არის საინტერესო. ბევრი პროექტის განხორციელებას შეუწყობს ხელს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესში. ცენტრის გახსნა მინდა მივულოცო ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, პირველ რიგში, განათლების სარდლობას. გაზაფხულზე ცენტრი სრულფასოვნად ამოქმედდება და ყველანი ერთად ჩამოვალთ კურსანტებთან შესახვედრად“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. სასწავლო ცენტრისთვის უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელის მინიჭების ღონისძიებას დაესწრნენ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ნიკოლოზი; სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ახალქალაქისა საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანი, ნინოწმინდის გამგებელი გაგიკ კასრელიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ სერჟანტ ზაზა ფერაძის ოჯახის წევრები. საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობამ სასწავლო გეგმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მშენებარე სასადილო დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. სასადილოს მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. სამომავლოდ დაგეგმილია ყაზარმისა და საკლასო ოთახების მოწყობაც. სამშენებლო სამუშაოებს „სამშენებლო კომპანია N1“ აწარმოებს.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)