|
2020-04-03 14:04:36, 1863 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე - ორშაბათიდან ჩაერთვება დამატებით 9 კლინიკა და პაციენტების ზრდასთან ერთად შესაძლებელია ჩაერთოს დამატებით კიდევ 6 კლინიკა
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე 20 კლინიკაა მობილიზებული. მისი თქმით, ორშაბათიდან 9 კლინიკა ჩაერთვება პაციენტების მიღებაში და შესაძლებელია, რომ საჭიროების შემთხვევაში 6 კლინიკა მობილიზდეს. „დღესდღეობით უკვე 20 კლინიკაა მობილიზებული საქართველოს მასშტაბით, იმისათვის რომ მიიღონ კორონავირუსით ინფიცირბეული ადამიანია და ცხელების სიმპტომების მქონე ადამიანი. გარდა ამისა, ორშაბათიდან ჩაერთვება დამატებით 9 კლინიკა და პაციენტების ზრდასთან ერთად შესაძლებელია ჩაერთოს დამატებით 6 კლინიკა, რომელიც იქნება სრულად მობილიზებული კოვიდთან ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს ყველა თანამშრომელი ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს ამ ჰოპიპტლებზე, რის შედეგადა ჩვენ ყველა საჭიროებისა და პრობლემატიკის აღნუსხვის საშუალება გვაქვს. ჩვენ ყოველდრიურ რეჟიმში ვაუმჯობესებთ ხარისხს და ვცდილობთ, რომ ყველა საჭირო ინვენტარი და პირადი დაცვის საშულებეი ექიმებისთვის, რომლებიც ამ რთული ინფექციით დაავადებულ ადამიანებს მკურნალობენ, იყოს მობილიზებული“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მანვე აღნიშნა, რომ ეტაპობრივად 31 საავადმყოფო ჩაერთვება რეგიონებში, რომლებიც მიიღებენ კოვიდის პაციენტებსა და ცხელების პაციენტებს. „მოხდება ადგილზე მათი ტრიაჟი და შესაბამისად, გადამისამარტებულები იქნებიან ან სახლში და რთული შემთხვევები საავადმყოფოში იქნებიან გადაყვანილები“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)