|
2020-04-02 18:58:06, 1093 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე „ოცნების“ ინიციატივაზე - სოლიდარობისაკენ გადადგმულ სოციალურ ნაბიჯებს მხოლოდ დადებითად შევაფასებთ
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივას, პარლამენტის წევრების მხრიდან საკუთარი ხელფასის 1/3-ის კორონავირუსის დახმარების ფონდში გადარიცხვის თაობაზე, დადებითად აფასებს. მისი თქმით, ახლა როგორც არასდროს, ქვეყანაში მნიშვნელოვანია ქველმოქმედებაც და საზოგადოების ერთიანობის და საზოგადოებრივი სოციალური სოლიდარობის ჩვენებაც. „მინდა გამოვეხმაურო პარტია „ქართული ოცნების“ ინიციატივას პარლამენტის წევრების მხრიდან საკუთარი ხელფასის 1/3-ის კორონავირუსის დახმარების ფონდში გადარიცხვის თაობაზე. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში, როდესაც ვირუსი საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. როდესაც ვირუსი ემუქრება ათასობით ადამიანის სამუშაო ადგილს და მათი ოჯახების შემოსავალს. როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ქველმოქმედებაც და მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობის და საზოგადოებრივი სოციალური სოლიდარობის ჩვენებაც. თუ რომელიმე პარტია და პირველ რიგში, მმართველი პარტია, მილიარდელის პარტია ან სხვა ნებისმიერი პარტია გადაწყვეტს მეტი სოციალური ნაბიჯები გადადგას სოლიდარობისკენ და გაჭირვებული ადამიანების დახმარებისკენ, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ დადებითად შევაფასებთ და ყოველთვის მზად ვიქნებით ჩვენი შეძლების ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველა გაჭირვებულ ოჯახს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)