|
2015-08-11 09:46:09, 12535 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი მოწინააღმდეგე ოკუპაციის ხაზის გადმოწევით, ყოველდღიურად ცდილობს გაგვაღიზიანოს
ჩვენი მოწინააღმდეგე ოკუპაციის ხაზის გადმოწევით, ყოველდღიურად ცდილობს გაგვაღიზიანოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, შინდისში დაღუპული სამხედროების პატივის მისაგებად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. “დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მიწა-წყალი. ამ თავდადებამ მოგვიყვანა დღეს თანამედროვე სახელმწიფო და გადაგვატანინა რთული პერიოდები. ჩვენმა თანამემამულეებმა აქ გამოჩენილი თავდადებით, საკუთარი სიცოცხლის ფასად შეიძინეს უკვდავება. სწორედ ასეთი გმირობის ფასად იქმნება ქართველი ერი. ჩვენი მოწინააღმდეგე ოკუპაციის ხაზის გადმოწევით, ყოველდღიურად ცდილობს გაგვაღიზიანოს. მოქმედებს ჩვენთვის ყველაზე უფრო მძაფრ ჭრილობაზე და ცდილობს, იმოქმედოს ჩვენს მოთმინებაზე, მაგრამ მათ არ იციან, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი მოთმინება, რადგან დღეს სიამაყით ვდგავართ იმ ადგილზე, სადაც ვერ დაგვჩაგრეს, ვერ გატეხეს ქართველი კაცის სული. ვერ გატეხეს ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც იყო ამუშავებული მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მანქანა. არცერთი მათგანი არ გატყდა და შესაბამისად, არ გავტყდით ჩვენც! აქედან გამომდინარე, ჩვენ მოთმინებაზე თამაში სრულიად უსარგებლოა, ჩვენს უკან დგანან ჩვენი გმირები, დგას ჩვენი წარსული, ჩვენი რწმენა, რომელშიც არავის არასდროს არ შეუტანია ეჭვი, ჩვენი ისტორიის უფრო რთულ მომენტებშიც კი! რწმენა, რომ საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ერთიანი და იმ მომენტში, როდესაც ეს ერთიანობა დარღვეულია არ არსებობს ქართველი, რომელიც არ ფიქრობდეს - რა ღვაწლი შეიტანოს ამ ერთანობის აღდგენაში. ამიტომ შეუძლებელია ჩვენი დაჩაგვრა და დათრგუნვა, სანამ არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც დღეს მივაგებთ პატივს და ვისაც დღეს ვუცხადებთ მადლობას“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)