|
2015-08-11 09:27:50, 12608 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი კარბელაშვილი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი მომხდარი ინციდენტის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. პრემიერის განცხადებით, არც ერთი ადამიანი არ დარჩება დაუსჯელი, ვინც კანონს დაარღვევს. "არც ერთი ადამიანი არ დარჩება დაუსჯელი, ვინც კანონს დაარღვევს. იქნება ეს კარბელაშვილი, იქნება ეს ჩვენი დეპუტატი, მინისტრი თუ სხვა. ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ქართული პოლიციის წინააღმდეგ, რაიმე ქმედებას განახორციელებს, ის იქნება კანონის შესაბამისად მკაცრად დასჯილი. ეს არის ჩემი პოზიცია და ამას მტკიცედ დავიცავ. ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში, პროვოკატორებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ქართული პოლიციის სახელი შებღალონ, მათი ეს მცდელობა დასრულდება კრახით. ისინი დაისჯებიან სამაგალითოდ, იქნება ეს კარბელაშვილი თუ ნებისმიერი სხვა, ბარამიძე, რომლებიც პირდაპირ პროვოცირებენ და იწვევენ ჩვენს პოლიციელებს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლიციას ასეთი ღირსეული და პროფესიონალური მოქცევისთვის და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ყველა ასეთი ფაქტი იქნება გამოძიებული და ყველა კანონდამრღვევი იქნება დასჯილი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. სხვა შემთხვევაში ასეთ ბოდვებს და სისულელეებს არ მოიგონებდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი რამდენიმესაათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. დეპუტატის თქმით, ის 6 საათის განმავლობაში გატაცებული იყო და ცხინვალის მიმართულებით მიჰყავდათ. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კარბელაშვილთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. შსს-ში აცხადებენ, რომ დეპუტატის განცხადებები გაიტაცებასთან და ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)