|
2020-03-30 19:58:25, 1686 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში შესაბამისი საკონტროლო პუნქტები განთავსდება
საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერმა უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ახალი რეგულაციების შესახებ კომენტარი მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა. „რისკი ყოველდღიურად იმატებს. ამიტომ, ხვალიდან უკვე ამოქმედდება გამკაცრებული წესები, რაც ფაქტობრივად ნიშნავს სრულ კარანტინს ქვეყანაში. ასევე, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმშიც განთავსდება შესაბამისი საკონტროლო პუნქტები, სადაც მოქალაქეები გაივლიან თერმო-სკრინინგს. ეს პირველ რიგში კეთდება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან აჭარა, ამ შემთხვევაში ბათუმი არის საზღვრისპირა ლოკაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება იქნას გატარებული ისე, რომ არ შეექმნას საფრთხე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ასევე, აჭარაში და ყველა რეგიონში მუშაობს საველე ოპერაციების შტაბი. ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში ხდება ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. შტაბს აჭარის შემთხვევაში - მე ვუხელმძღვანელებ" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)