09:30 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-30 13:10:52, 1580 ნახვა

რეგიონი
გურიაში ავარიას 22 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ წყალწმინდასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს „ტოიოტასა“ და „ოპელის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც, „ოპელის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხრადზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics