|
2020-03-30 12:23:56, 1399 ნახვა
კომენტარი
ქვემო ქართლის რწმუნებული - საველე ჰოსპიტალში შესაბამისი სიმპტომებით 12 პაციენტია მოთავსებული
„საველე ჰოსპიტალში არის 12 პაციენტი შესაბამისი სიმპტომებით“, - ამის შესახებ ქვემო ქართლის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 7 პაციენტის ტესტი გადაგზავნილია თბილისში და დღეს ელოდებიან პასუხს. რეხვიაშვილმა ისაუბრა კარანტირებულ მუნიციპალიტეტში არსებულ სასურსათო მარაგზე და აღნიშნა, რომ მარაგი შეუფერხებლად მიეწოდება მოსახლეობას. „მარაგები გვაქვს და ეს ყველაფერი შეუფერხებლად მიდის. გარკვეული კონცენტრაციები შეინიშნება ბანკომატებთა, ეს არ არის ორგანიზებული თავყრილობები, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მოსახლეობა თავისი საჭირეობიდან გამომდინარე გამოვიდა და ჩართულები ვართ, რომ დისტანცირება და წესრიგი იყოს“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა. მანვე დაამატა, რომ ერთ-ერთ სოფელში ოპოზიციის წარმომადგენელმა გაარცელა ინფორმაცია, რომ მოსახლეობას 50 ლარი უნდა დარიგებოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. „ერთ-ერთ სოფელში პატარა წარმოდგენა დაგვიდგა ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ და ძნელი ამოსახსნელი არაა ვინც, მცდარი ინფორმაცია მიუტანეს მოსახლეობას, იქ 50 ოჯახს დავეხმარეთ, მაგრამ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ 50 ლარიც რიგდებოდა და რაც არასწორია და ამან ვნებათაღელვა გამოიწვია“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)