12:07 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-28 15:02:50, 3609 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ვისაც რაიმეს თავი აქვს, მივიდნენ იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, ტელევიზორიდან პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად

ვინმეს თუ რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარონ, მოვიდნენ, იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ტესტებთან დაკავიშირებით ისეთი ადამიანი სპეკულირებენ, ორმლებსაც არანაირი წარმოდგენა არ აქვთ საერთოდ ამ ტესტებზე.

„გეგმა არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული, გააზრებული, რომლის ნაწილიც უკვე წარდგენილი იქნა და შემდგომ ნაწილსაც წარვუდგენთ ჩვენს მოქალაქეებს. იმდენი სპეკულირება მიმდინარეობს – ასეთი ტესტი, ისეთი ტესტი, ადამიანებისგან, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ ტესტებზე, საერთოდ მედიცინასთან ახლოს არ გაუვლიათ.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის შემდეგი რამ – საქართველო დღეს თუ  სხვებთან შედარებითნორმალურად უმკლავდება გამოწვევებს, უმკლავდება პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ ვუსმენთ პროფესიონალებს. ეპიდემიაზე  როდესაც არის საუბარი, პოლიტიკოსებს კი არ ვუსმენთ, ვუსმენთ ეპიდემიოლოგებს. როდესაც ეკონომიკაზეა საუბარი, ვსხედვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათთან ვსაუბრობთ, როდესაც მოქალაქეების პირდაპირ მიზნობრივ დახმარებაზე არის საჭირო საუბარი, მაშინ პირდაპირ კავშირზე ვართ მოქალაქეებთან და არავის რჩევა, ასეთი სიტყვიერი, ჭორაობას დავარქმევდი მე, არ გვჭირდება. თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარონ, მოვიდნენ, იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს და იქ დაგვეხმარნონ და არა ასე ტელევიზორიდან, პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად“, – განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics