14:52 - 16 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 13:17:23, 359 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - განხილვა არ აინტერესებთ - ყველა დეპუტატი, ვინც კითხვა დასვა, დარბაზიდან გამოაძევეს

"რუსულ ოცნებას" არანაირი განხილვა არ აინტერესებს. ყველა დეპუტატი, ვინც კითხვა დასვა და შევიდა მუხლობრივ განხილვაში, გამოაძევეს დარბაზიდან, რადგან არ აქვთ პასუხები,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან დეპუტატების გამოძევებასთან დაკავშირებით განაცხადა.

წითლიძის თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს "აქვთ დავალება რუსეთისგან და აპირებენ ამ დავალების ბოლომდე შესრულებას".

"არანაირი განხილვა არ აინტერესებს "რუსულ ოცნებას“, არანაირი მიზანი "რუსულ ოცნებას“ არ აქვს იმისი, რომ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. ნახეთ თქვენ მანამდე დეპუტატები, რომლებიც გამოაგდეს და ახლა გამომაგდეს მეც, ოღონდ არ ვიცი, რის გამო, უბრალოდ ვუპასუხე მამუკა მდინარეს კონკრეტულ კითხვაზე. არ არის ამათი მიზანი, რომ მუხლობრივ განხილვაში შევიდნენ, რადგან მათ აქვთ კითხვებზე პასუხი, დემაგოგობენ მხოლოდ და ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ კითხვა დასვას შინაარსობრივი, ყველა გამოაძევეს. საბოლოოდ, ალბათ, დარჩებიან მარტო. ასრულებენ რუსულ დავალებას და იციან, რომ რუსეთის ეს დავალება უნდა შეასრულონ და ბოლომდე გაიტანონ ეს კანონი",- ამბობს წითლიძე.

შეგახსენებთ, დღეს, 29 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერი დეპუტატები - გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თამარ ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი და ანა წითლიძე გააძევა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეროვნული პლატფორმა - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ ვწყვეტთ
როთი პაპუაშვილზე - მე გაკვირვებული ვარ, რატომ ცდილობს ახალგაზრდების დემონიზებას
სებ-ი - ბაზარს, სტაბილიზაციის მიზნით, 60 მილიონი დოლარი მივაწოდეთ
პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics