2024-05-14 21:45:22, 779 ნახვა
პოლიტიკა
ობრაიენი - თუ კანონი წინ წავა EU-სთან შეუსაბამოდ, იქნება ფინანსური, სამოგზაურო შეზღუდვები
თუ ეს კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შეუსაბამოდ, თუ დავინახავთ, რომ იქნება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ვნახავთ შეზღუდვებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს იქნება ფინანსური ან/და სამოგზაურო შეზღუდვები კონკრეტული პასუხისმგებელი პირების მიმართ,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ობრაიენმა განაცხადა. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, "თუკი, მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რაც დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, ეს გააძლიერებს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას". "თუკი, მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რაც დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას... თუკი, კანონი არ შეიცვლება ისე, რომ მან დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები და ამგვარი ტიპის რიტორიკა აშშ-ისა თუ დასავლეთის წინააღმდეგ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სახიფათო და სარისკო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის გათვლილი აქვს, რომ გამოყოს დახმარებისთვის 390 მილიონი დოლარი, აქედან ნაწილი, რა თქმა უნდა, მოხმარდება სამხედრო თავდაცვის საკითხებს, ნაწილი ეკონომიკის განვითარებას, მათ შორის, გარკვეული ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ეს დახმარება დადგება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ შეიცვლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ მოაზრებული იქნება მოწინააღმდეგედ და არა მოკავშირედ. თუ ეს კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შეუსაბამოდ, თუ დავინახავთ, რომ იქნება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ვნახავთ შეზღუდვებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს იქნება ფინანსური ან/და სამოგზაურო შეზღუდვები კონკრეტული პასუხისმგებელი პირების მიმართ",- განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, კობახიძე - არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მიზეზი - როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე თავის მართლება გიწევს
სანდუ - მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში ჩაიწერება
უკრაინის საგარეო არჩევნებზე - გასაკვირი არ არის, რომ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა
ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკას ავრცელებს
|
ომი უკრაინაშიხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა [ვიდეო]
უკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ - FT
არჩევნები 2024
იოსელიანი - საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება
მედიაომბუდსმენი - არჩევნების გაშუქებისას დანაშაულებრივი ქმედებებით მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება დაირღვა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|