2024-04-26 21:18:54, 506 ნახვა
სპორტი
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს იპონით სძლია და ევროპის პირველობა კარიერაში მესამედ მოიგო. ტატომ წინასწარი შეხვედრები დამაჯერებლად გაიარა. პირველი ბრძოლა შიდოებით მოიგო, შემდეგ კი ზედიზედ სამი იპონით დაატკბო პუბლიკა. ამასთან ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდოველი ადილ ოსმანოვი დამატებით დროში დაამარცხა. ლაშა შავდათუაშვილი ზედიზედ ორი მოგების შემდეგ დაძაბულ და ხანგრძლივ 1/4 ფინალში შიდოებით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, ხოლო დამამშვიდებელ წრეში ბულგარელ მეტოქეს ვაზარით სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. ავტორი: ექსპრესნიუსი, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
„აქციაზე, პოლიციის თანამშრომლებს იდაყვისა და მუშტის დარტყმით დაზიანებები მიაყენა“ - შსს-მ ერთი პირი დააკავა
მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე სესია „ჩემპიონი მთავრობების წარმატების სტრატეგიები“ მიწის რეგისტრაციის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო
კოლომინა - მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|