19:29 - 16 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-25 16:08:15, 447 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს

საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოჯისტიკის დღეს აღნიშნავს. პროფესიული დღის აღსანიშნავი საზეიმო ცერემონიალი ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სერგო ჯანელიძემ და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა მიულოცეს.

"სიტყვით გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის ძალებისთვის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, ასევე, ლოჯისტიკის შესაძლებლობების განვითარებისა და მოდერნიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. 

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეები საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის დაჯილდოვდნენ მედლებით - "გენერალი კვინიტაძე", ხოლო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის მედლებით - "სამშობლოსთვის თავდადებული".

ლოჯისტიკოსებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის საშტატო იარაღი, ასევე, სწავლებების მართვის ან დაგეგმარების დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მონაწილეობისთვის მედლები - „გიორგი ანწუხელიძე" გადაეცათ. 

ლოჯისტიკის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენაც გაიმართა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა
მერია - 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება
„კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ“ - ლაზარე გრიგორიადისმა იზოლატორი დატოვა
გუკა რჩეულიშვილი - ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ, მას გამოვესარჩლე და შემაგდეს კორდონში - ცემა-ტყეპას შიგნითაც აგრძელებდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics