2023-12-18 10:44:47, 1467 ნახვა
კომენტარი
ბურჭულაძე - იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება
იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა. ბურჭულაძის თქმით, 2019 წლიდან, რაც თავდაცვის მინისტრი პრემიერი გახდა, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები დღემდე 45%-ით გაიზარდა. „თუ ანაზღაურება იყო 900 ლარი, გახდა 1500 ლარი. იანვრიდან ჩვენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს კიდევ 10%-ით გავუზრდით ანაზღაურებას და ჩვენთან მინიმალური დარიცხული ხელფასი 1700 ლარი გახდება. ამას ემატება დანამატები და საშუალო რგოლის სამხედრო მოსამსახურეებზე ეს კიდევ უფრო მეტია. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს პროცესი გავაჩეროთ. ქვეყნის განვითარების პარალელურად ეს პროცესი წინ წავა“, - განაცხადა ბურჭულაძემ. მისივე თქმით, საქართველო უკვე ასრულებს ნატოს იმ მოთხოვნას, რაც დაფინანსებასთან დაკავშირებით მას აქვს წევრი ქვეყნების მიმართ და 2024 წელს თავდაცვის ბიუჯეტი 26%-ით გაიზრდება. „ჩვენი ბიუჯეტი 2024 წელს 2023 წელთან მიმართებაში გაიზრდება 26%-ით. თუ ჩვენი ეკონომიკა, პირობითად, იზრდება 10%-ით და ეს ძალიან დიდი შედეგია ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი პროპორციულად კიდევ უფრო მეტით იზრდება“, - დასძინა თავდაცვის მინისტრმა. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), პაპუაშვილი ჟურნალისტებს - გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ!
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცხო ნომრებიდან მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველ ზარებზე განცხადებას ავრცელებს
ეროვნული პლატფორმა - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ ვწყვეტთ
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|