2024-05-16 12:19:17, 259 ნახვა
საზოგადოება
მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. "სააგენტო დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროექტებს დაუფინანსებს. გრანტის ოდენობას კომისია, წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, 6 000 ლარის ფარგლებში განსაზღვრავს. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები, არსებული ჩამონათვალის გათვალისწინებით, თავად შეარჩევენ. პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ. საშემოსავლო პროექტების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება:
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის სხვა კომპონენტების ფარგლებში განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება:
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე - https://idp.moh.gov.ge/",- ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), კობახიძე - არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მიზეზი - როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე თავის მართლება გიწევს
სანდუ - მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში ჩაიწერება
უკრაინის საგარეო არჩევნებზე - გასაკვირი არ არის, რომ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა
ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკას ავრცელებს
|
ომი უკრაინაშიხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა [ვიდეო]
უკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ - FT
არჩევნები 2024
იოსელიანი - საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება
მედიაომბუდსმენი - არჩევნების გაშუქებისას დანაშაულებრივი ქმედებებით მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება დაირღვა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|