2024-04-28 18:22:20, 242 ნახვა
საზოგადოება
ეპისკოპოსი გიორგი: ევროპარლამენტმა გასცა რეზოლუცია, რომ სახელმწიფომ შეაჩეროს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება - ეს ევროპა არ არის
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რთული პროცესები მიმდინარეობს. მან ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტის რეზოლუციაში არსებულ იმ ჩანაწერზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონმდებლობის გაუქმებისკენ მოუწოდებს. „ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, მე სიღრმეებში არ შევალ, მაგრამ ძალიან შემაძრწუნებელი და შემაშფოთებელი ერთი რამ: ჩვენ, ჩვენი ისტორიული არჩევანი, როგორც საზოგადოებაში ვთანხმდებით, რომ არის ევროინტეგრაცია. პირველ რიგში ევროპა ჩვენთვის რა არის? - ქრისტიანულ ფესვებზე დაფუძნებული კულტურა. საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ რას, ევროპარლამენტმა გასცა რეზოლუცია, რომ სახელმწიფომ შეაჩეროს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ რაიმე კანონის მიღება, მათთვის არის თურმე მიუღებელი. ეს ევროპა კი არ არის, ეს არის დაცილებული ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებს“, - განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ. ავტორი: ექსპრესნიუსი, „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფესტივალის ჩატარება გაუმართლებლად მიგვაჩნია“ - 4GB ფესტივალი გაუქმდა
სააკაშვილი - ჩვენი გამარჯვების შემდეგ, საქართველო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება გლობალური მასშტაბით, ვიდრე როდესმე ისტორიაში
ევროკავშირის ელჩებმა 4 რუსული მედია სანქციების სიაში მოახვედრეს
BBC - რობერტ ფიცო სტაბილურ, მაგრამ მძიმე მდგომარეობაშია
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|