2024-04-24 10:26:45, 695 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - მხარს ვუჭერთ მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ ტერორისტებისგან, როგორიცაა „ჰამასი“ და ტირანებისგან, როგორიცაა პუტინი
ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ ტერორისტებისგან, როგორიცაა „ჰამასი" და ტირანებისგან, როგორიცაა პუტინი, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებას. როგორც ჯო ბაიდენი თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, უკრაინის დახმარების კანონპროექტს ხელს ხვალ მოაწერს. „როგორც კი ხვალ ჩემს მაგიდასთან მივალ, მე მოვაწერ ხელს ამ კანონპროექტს, რათა ამ კვირაში დავიწყოთ უკრაინაში იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. გარდა ამისა, ბაიდენმა აღნიშნა, რომ დახმარება „გადაუდებლად აუცილებელია, უკრაინისთვის, რომელიც რუსეთის მხრიდან დაუღალავი დაბომბვის წინაშე დგას; ისრაელისთვის, რომელიც ახლახანს შეეჯახა ირანის უპრეცედენტო თავდასხმებს; ლტოლვილებისთვის და კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთათვის მთელ მსოფლიოში, მათ შორის ღაზაში, სუდანსა და ჰაიტიში; და ჩვენი პარტნიორებისთვის, რომლებიც ეძებენ უსაფრთხოებას და სტაბილურობას ინდო-წყნარ ოკეანეში“. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. პაკეტის მოცულობა 95 მილიარდი დოლარია, საიდანაც 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის, 26 - ისრაელისთვის, ხოლო 8 - ტაივანისთვის გამოიყო. ავტორი: ექსპრესნიუსი, საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
კობახიძე - აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ფორმატი არის მაგალითი, როგორ შეიძლება წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა
ერდოღანი - თურქეთში მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|