10:25 - 16 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 10:58:40, 264 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ განახლება მთავარი ეკონომისტისგან - 6.4%-იანი საბაზო სცენარი

მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით, აღსანიშნავია რუსეთიდან მიგრაციის ეფექტის მატება, რაც უკრაინაში ტრაგიკული მოვლენების შემდგომი ესკალაციის გაზრდილ ალბათობას უკავშირდება. ამდენად, შარშანდელთან შედარებით, როდესაც მიმდინარე წლისათვის მიგრაციის ეფექტის შემცირება იყო ნავარაუდევი, ახლა ამ მხრივ მცირედით, მაგრამ მაინც მატება უფრო რეალისტურია. ეკონომიკის ზრდის სხვა ფაქტორებიდან, ასევე საყურადღებოა ტრადიციული ტურიზმის პოზიტიური დინამიკა და მაღალი საკრედიტო აქტივობა.

ჯამური ინფლაცია კვლავ დაბალია, თუმცა მომსახურების სფეროში ფასების დინამიკა, როგორც ჩანს, სამიზნეზე მაღალი დარჩება. ამ ფონზე, და იმის გათვალისწინებით, რომ აშშ დოლარში განაკვეთების შემცირების მოლოდინებმა შედარებით უფრო გადაიწია, "თიბისი კაპიტალის" მოსაზრებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის განმავლობაში დაახლოებით 8%-ის ფარგლებში იქნება. ამავდროულად, საერთაშორისო მასშტაბით და ასევე ადგილობრივ კონტექსტში რისკების ზრდა, თავისთავად, შერბილების საწინააღმდეგო არგუმენტებია.

ლარის კურსის მხრივ, უკვე მარტშიც აღინიშნება წმინდა სავალუტო შემოდინებების მაღალი მაჩვენებელი, რაც მხოლოდ მიგრაციის ეფექტით არაა გამოწვეული. ამასთან, "თიბისი კაპიტალის" შეფასებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით კვლავ გამყარებას აჩვენებს.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კალაძე - „დონორების რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა აქვთ
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
„აქციაზე, პოლიციის თანამშრომლებს იდაყვისა და მუშტის დარტყმით დაზიანებები მიაყენა“ - შსს-მ ერთი პირი დააკავა
მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე სესია „ჩემპიონი მთავრობების წარმატების სტრატეგიები“ მიწის რეგისტრაციის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics