2024-04-21 11:17:27, 385 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - აშშ-ის მხარდაჭერას გამოვიყენებთ ომის სამართლიანი დასასრულისთვის - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს
ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას. ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "ჩვენ მივიღეთ დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილება - აშში-ის მხარდაჭერის პაკეტი, რომლისთვისაც ჩვენ ასე ვიბრძოდით. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელსაც იგრძნობენ როგორც ჩვენი მეომრები ფრონტის ხაზზე, ასევე ჩვენი ქალაქები და სოფლები, რომლებიც განიცდიან რუსული ტერორს... მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად სპიკერ მაიკ ჯონსონს და ყველა ამერიკელს, რომლებიც როგორც ჩვენ უკრაინელები, ისევე გრძნობენ, რომ რუსულმა ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, რომ ეს პაკეტი განიხილება აშშ-ის სენატში და სწრაფად გადაეგზავნება პრეზიდენტ ბაიდენს. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს",- აცხადებს ზელენსკი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ავტორი: ექსპრესნიუსი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა
მერია - 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება
„კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ“ - ლაზარე გრიგორიადისმა იზოლატორი დატოვა
გუკა რჩეულიშვილი - ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ, მას გამოვესარჩლე და შემაგდეს კორდონში - ცემა-ტყეპას შიგნითაც აგრძელებდნენ
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|