02:22 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 20:06:45, 299 ნახვა

პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - ვიდეო

არა რუსულ კანონს! "ჩვენი გზა ევროპაშია" აქცია რუსთაველის გამზირზე დაიწყო, სადაც მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ შეიკრიბნენ, გადაიკეტა. 

ვითარება რამდენიმეჯერ დაიძაბა ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც აქციის მონაწილეები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ.

პარტია "ახალის" წევრები შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან მობილიზდნენ. პოლიციელები ამ წუთებში "ახალის" წევრების ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობენ.

ყველა მოქალაქემ პასუხი უნდა გავცეთ გულწრფელად და ყველამ თავისი სინდისის თანახმად იმოქმედოს. [ეშინია "ქართულ ოცნებას"] ხალხის, თქვენი, ჩემი და ყველასი. აქ არაფერ შუაში აღარ არის პოლიტიკური, ვიწროპარტიული მიმდინარეობები. აქ არის ან ეროვნული ინტერესი ან რუსული ინტერესი. ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს არანაირი მორალური ჰიგიენა, არანაირი ზნეობა..., - ამბობს ნიკა მელია. 

საპროტესტო აქციის პარალელურად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გუშინ, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა.

8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.

 








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics