00:44 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 13:26:26, 321 ნახვა

მსოფლიო
BBC - ლიზ ტრასი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერს

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ღია მხარდაჭერით გამოვიდა და აღნიშნა, რომ „სამყარო უფრო უსაფრთხო იყო, როდესაც ის თეთრ სახლში იმყოფებოდა". ამის შესახებ ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

ყოფილი პრემიერის თქმით, მსოფლიო „ძალიან, ძალიან ძლიერი კონფლიქტის ზღვარზეა“ და მას „ისე  სჭირდება ძლიერი აშშ, როგორც არასდროს".

„ტრამპი უფრო აგრესიული იყო ირანისა და ჩინეთის მიმართ... მე არ ვამბობ, რომ ვეთანხმები აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც ტრამპი ამბობდა, მაგრამ მე ვეთანხმები, რომ დონალდ ტრამპის დროს, როდესაც ის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო, სამყარო უფრო უსაფრთხო იყო“,- განაცხადა ტრასმა BBC-სთან საუბრისას.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics