2024-04-12 20:12:32, 328 ნახვა
სპეციალური ანონსი
ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან
13 აპრილს, 13.00 საათზე, ამბროლაურში, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში, პარმენ მარგველიძე. „ქართული ოცნების" თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება. მისამართი: თამარ მეფის ქუჩა, 1; ამბროლაურის კულტურის ცენტრი ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ღარიბაშვილი - ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს
ივანიშვილი - უცხოელებს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში არაჰუმანური და სადისტური დიქტატურა დაგვიბრუნონ, რასაც არაფრის ფასად არ დავუშვებთ
პრემიერი - დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ ზედიზედ მეცხრე საარჩევნო გამარჯვებას იზეიმებს
ბიძინა ივანიშვილი - საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ
|
ომი უკრაინაშინატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
უკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|