2024-03-12 10:29:32, 576 ნახვა
სპეციალური ანონსი
ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ფინეთს ეწვევა
12-13 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდერ შტუბთან გამართავს. "შეხვედრა გაიმართება ასევე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ფინეთის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანდერს ადლერკროიცს, ევროკავშირის საკითხებში ფინეთის პარლამენტის დიდი კომიტეტის წარმომადგენლებს და ფინეთის პარლამენტის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მატიას მარტინენს. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე მიღწეულ წარმატებას",- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, კალაძის განცხადებით, ისანში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
პრემიერი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა - კობახიძე ერდოღანს შეხვდება
კალაძე - თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, წელს შშმ პირებისთვის გადაცემული საკურორტო ვაუჩერების რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა
კალაძის განცხადებით, გლდანის დიდი ტბის გადასარჩენად თბილისის მერია კონკრეტულ ღონისძიებებს გეგმავს
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|