2023-12-18 04:17:17, 1259 ნახვა
სამხედრო
უკრაინამ კამიკაძე დრონების მასიური წარმოება დაიწყო
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უკრაინულმა კომპანია TERMINAL Autonomy-მ სერიულ წარმოებაში ჩაუშვა AQ 400 Sythe-ს ტიპის კამიკაძე დრონი.
ამ ეტაპზე ყოველთვიურად 100 ერთეული AQ 400 Scythe იწარმოება, სამომავლოდ კი საწარმოო რესურსის გაძლიერება და ზემოხსენებული ტიპის აპარატის თვეში 500 ერთეულამდე გამოშვება იგეგმება.
AQ 400 Scythe -ის ტექნიკური მახასიათებლები. კრეისერული სიჩქარე- 144 კმ/სთ/ ,ფრენის მანძილი- 750კმ. უპილოტო საფრენი აპარატის წონა-100კგ.
საბრძოლო მუხტის მასა- 32კგ .... შესაძლებელია ფრენის მანძილის შემცირების ფონზე საბრძოლო მუხტის წონა 70კმ-მდე გაიზარდოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,