2023-05-12 11:08:32, 1425 ნახვა
Lifestyle
საქართველო ევროვიზია 2023-ის ფინალში ვერ გადავიდა - ვიდეო
ევროვიზიის ფინალში საქართველო კვლავ ვერ გავიდა. ლივერპულში გამართული შეჯიბრის მეორე ნახევარფინალში საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვა მე-11 ნომერში წარსდგა მაყურებლის წინაშე, მან სიმღერა „ეხო“ შეასრულა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ირუ მიუბრუნდა მაყურებელს: „გმადლობთ, ევროპა! საქართველო, მიყვარხარ! - თქვა მან. მეორე ნახევარფინალში გასული 16 მონაწილედან ფინალში 10 გავიდა: ესტონეთი, ალბანეთი, კვიპროსი, ბელგია, ავსტრია, ლიტვა, პოლონეთი, ავსტრალია, სომხეთი და სლოვენია. პირველი ნახევარფინალიდან ფინალში 13 მაისს ხორვატია, მოლდოვა, შვეიცარია, ფინეთი, ჩეხეთი, ისრაელი, პორტუგალია, შვედეთი, სერბეთი და ნორვეგია გავიდნენ. დიდი ხუთეული (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი) და შარშანდელი გამარჯვებული ქვეყანა (უკრაინა) ავტომატურად გადიან ფინალში. ბოლოს საქართველომ ევროვიზიის ფინალში გასვლა 2016 წელს შეძლო. მაშინ ქვეყანას წარმოადგენდნენ ნიკა კოჩაროვი და ახალგაზრდა ქართველი ლოლიტასი სიმღერით "შუაღამის ოქრო". ავტორი: ექსპრესნიუსი, მერია - 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება
„კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ“ - ლაზარე გრიგორიადისმა იზოლატორი დატოვა
გუკა რჩეულიშვილი - ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ, მას გამოვესარჩლე და შემაგდეს კორდონში - ცემა-ტყეპას შიგნითაც აგრძელებდნენ
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალის ჩატარება გაუმართლებლად მიგვაჩნია“ - 4GB გაუქმდა
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|