2023-04-06 16:31:40, 1385 ნახვა
კომენტარი
დეგნანი დასანქცირებულებზე - დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას ხელს უშლიან
სანქციები, რომლებიც გამოცხადდა გუშინ, არის მათ წინააღმდეგ, ვინც არიან ჩართულნი კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას, - ასე გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, ყველაფერი რაც აშშ-მა საქართველოსთვის გააკეთა წარმატებული და მშვიდობიანი დემოკრატიის მშენებლობას ემსახურებოდა. “ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო წარმატებული, გვინდა ვნახოთ, რომ ქართველი ხალხი აღწევს იმ ოცნებას, რომ ისინი ცხოვრობენ წარმატებულ კეთილდღებაში და არიან ევროპული ოჯახის წევრი, ყველაფერი რაც ამერიკამ გააკეთა საქართველოში, ემსახურებოდა ამ მიზნის მიღწევას, ეს არის წარმატებული და მშვიდობიანი დემოკრატია. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს მტკიცე ინსტიტუტების მშენებლობას და სანქციები, რომლებიც გამოცხადდა გუშინ, არის მათ წინააღმდეგ, ვინც არიან ჩართულნი კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას, მათ ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა და ეს მოითხოვება აშშ-ის კანონმდებლობის მიერ. როდესაც ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში, ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ გამოცხადდა ეს სანქციები გუშინ”, - განაცხადა კელი დეგნანმა "მთავარი არხის" ეთერში. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. ავტორი: ექსპრესნიუსი, მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|