02:31 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 22:26:01, 1957 ნახვა

კომენტარი
გახარია მოსამართლეების დასანქცირებაზე - ახლა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს

ახლა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს, - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების საკითხს.

მისივე თქმით, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება, სიგნალია იმისა, რომ ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის უზენაესობას, პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება.

"აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება ნათელი სიგნალია იმისა, რომ ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება. ახლა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს", - წერს გახარია.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics