2023-04-04 23:54:43, 1358 ნახვა
კომენტარი
ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილეზე - თავისი საქმის პროფესიონალია, რა ვქნა ახლა, ჩემი დისშვილია, ასე გადაწყდა ბუნებაში
ნეპოტიზმი არის, როდესაც აბსოლუტურად გაუნათლებელ ახლობელს წაიყვან და სადმე თანამდებობაზე დასვამ, რაც შეეხება ჩემს დისშვილს, თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია, - ასე გამოეხმაურა პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მისი დისშვილის ნათია ჯულაყიძის სახალხო დამცველის მოადგილის პოსტზე დანიშვნას. მისივე თქმით, გაუგებარია რატომ უნდა დაისაჯოს მისი დისშვილი მხოლოდ იმიტომ რომ მას ალეკო ელისაშვილთან ნათესაური კავშირი აქვს. ელისაშვილმა დასძინა, რომ მას ბევრი ნათესავი ჰყავს, მაგრამ არასდროს არავისთვის რეკომენდაცია არ გაუწევია, მათ შორის არც ნათიასთვის. "ნეპოტიზმი არის, როდესაც აბსოლუტურად გაუნათლებელ, შესაბამისი უნარების არმქონე და არანაირი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს და მხოლოდ შენი ახლობელი რომ არის და ნათესავი, წაიყვან და სადმე თანამდებობაზე დასვამ. რაც შეეხება ჩემს დისშვილს, ჯერ ერთი, რომ დამოუკიდებელი ადამიანია, თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია. რა ვქნა ახლა, ჩემი დისშვილია, ასე გადაწყდა ბუნებაში. სიმართლე გითხრათ, იქ რომ წავიდა, მე ყველაზე მეტად დამწყდა გული, იმიტომ რომ ჩვენს პარტიაში თუ ვინმეს ევალებოდა და ებარა რამე, იყო ნათია. ჩემი დისშვილი რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია. მილიონი ნათესავი მყავს, არასდროს არავისთვის რეკომენდაცია არსად არ გამიწევია, არასდროს არავინ არსად არ დამინიშნავს, მათ შორის, ჩემი დისშვილი. დაუძახეთ ჩემს დისშვილს, კითხეთ სად უსწავლია, რა კვალიფიკაცია, ცოდნა აქვს, საქართველოში სად სწავლობდა, როგორ სწავლობდა, უცხოეთში სად სწავლობდა, როგორ სწავლობდა. არ მინდა ახლა, ბიძია ენაცვალოს და რაღაცები დავიწყო, ჩემი დისშვილი რომ არის და პროფესიონალი რომ არის, აი რა? არ უნდა ჰქონდეს არანაირი გასაქანი ცხოვრებაში? აბსოლუტურად დამოუკიდებელია. სხვა დისშვილიც მყავს და მილიონი ნათესავიც მყავს, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. რამდენიმე დღის წინ რომ მელაპარაკა, მე ვუთხარი, რომ შენი გადასაწყვეტია მეთქი", - განაცხადა ელისაშვილმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, „კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ“ - ლაზარე გრიგორიადისმა იზოლატორი დატოვა
გუკა რჩეულიშვილი - ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ, მას გამოვესარჩლე და შემაგდეს კორდონში - ცემა-ტყეპას შიგნითაც აგრძელებდნენ
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალის ჩატარება გაუმართლებლად მიგვაჩნია“ - 4GB გაუქმდა
სააკაშვილი - ჩვენი გამარჯვების შემდეგ, საქართველო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება გლობალური მასშტაბით, ვიდრე როდესმე ისტორიაში
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|