2020-11-21 21:26:08, 5995 ნახვა
საოლქო საარჩევნო კომისიებში 12 საჩივარი დაიწერა - ცესკო
ცენტრალური საარჩენო კომისიის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე საოლქო საარჩევნო კომისიებში 12 საჩივარი დაიწერა.
მათივე ცნობით, საჩივრების უმეტესობა პროცედურული დარღვევა იყო.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს წინასწარი მონაცემებით არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 26.29% შეადგინა, ჯამში 562 664 ამომრჩეველმა მისცა ხმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან