|
2020-03-27 15:36:32, 7181 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი ვიდეოკონფერენციით ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა
ირაკლი ღარიბაშვილი სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში - ქაბულში, ბაგრამსა და მაზარ-ი-შარიფში, ასევე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებული ქვედანაყოფების მეთაურებისგან და ავღანეთში უფროსი სამხედრო წარმომადგენლობისგან ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. „მტკიცე მხარდამჭერის“ მისიის შტაბის უფროსის მოადგილემ უსაფრთხოების საკითხებში, ბრიგადის გენერალმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ ავღანეთში პანდემიის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ხელმძღვანელობამ უპრეცედენტოდ მკაცრი ზომები მიიღო. ბაზებზე დახურულია სპორტული დარბაზები, სამხედროები იცავენ ორი მეტის დისტანციას და შეზღუდულია ურთიერთობა უცხო პირებთან. ყველა ქვედანაყოფის მეთაურის ინფორმაციით, ქართველი სამშვიდობოები თავს კარგად გრძნობენ, ჯანმრთელად არიან, იცავენ დადგენილ წესებს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველანაირ პრევენციულ ზომას იღებენ. მნიშვნელოვანია, რომ იმ ბაზებზე, სადაც ქართველი სამხედროები ასრულებენ მისიას კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამშვიდობოებს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა და საქართველოში გატარებული ღონისძიებები გააცნო. მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული გლობალურ საფრთხესთან ბრძოლაში და მთავრობასთან კოორდინირებული მოქმედებებით ებრძვის კორონავირუსის პანდემიას. ვიდეოკონფერენციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე დაესწრნენ.
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)